თამარ ბერუჩაშვილმა ლატვიელი კოლეგა მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ედგარს რინკევიჩსს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევების დაეთმო, მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები. საუბარი შეეხო საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული ორმხრივ ურთიერთობებსა და მათი განვითარების პერსპექტივებს. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან დაგმო რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის დოკუმენტის გაფორმება. ედგარს რინკევიჩსმა დაადასტურა ლატვიის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ უელსის სამიტზე საქართველოსათვის შემოთავაზებული არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე და გამოხატა ამ მხრივ ლატვიის მზადყოფნა ჩართულობის შესახებ. შეხვედრაზე ასევე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობების მაღალი დონე და ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობების შემდგომ განვითარებას არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები