„აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თაობაზე მოლაპარაკება, წმინდა წყლის სპეკულაციაა“

         საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის, რომ კულისებში მიმდინარეობს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თაობაზე მოლაპარაკება, წმინდა წყლის სპეკულაციაა. “ის, რომ სადღაც კულისებში მიმდინარეობს რაღაც მოლაპარაკება, არის წმინდა წყლის სპეკულაცია. იქამდე, სანამ რაიმე დადებითი დინამიკა არ იქნება რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ველზე, ამ პრობლემის განხილვა ჩემთვის წარმოუდგენელია. ეს არის დაკავშირებული იმ პოლიტიკურ პრობლემასთან, რასაც საქართველოსთვის აფხაზეთის პრობლემა ჰქვია. ამ პრობლემის მოგვარების გარეშე წარმოუდგენელია იმ პრობლემის მოგვარება, რასაც რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო აღდგენა ჰქვია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები