თქვენ ხართ გაღმა, სიბნელეში – რისი პირობა მისცა ქანთარიამ უმცირესობას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ უმცირესობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ქანთარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა და განუცხადა, რომ ხმაშეწყობლად დაუკრავს ტაშს მათთან ერთად, როდესაც ისინი იქ მივლენ, სადაც იმსახურებენ.
„ხმაშეწყობილად დავუკრავთ ხოლმე ტაშს ნებისმიერი თქვენგანის იმ ადგილას მისვლისას, სადაც ზოგიერთი თქვენგანი იმსახურებს. თქვენ ხართ გაღმა, სიბნელეში, ჩვენ მივდივართ სტაბილურობისა და სინათლისკენ“, – განაცხადა ქანთარიამ. პარლამენტის სხდომა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. უმცირესობამ ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები