„საქართველო არ გადადგამს იმ ნაბიჯს, რომ სამართლებრივად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაკარგვა გაფორმდეს“

გუშინ გაფორმებული ეს ტექსტი პუტინსა და სეპარატისტულ რეჟიმს შორის არის პრინციპში ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, – ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსეთ-აფხაზეთს შორის გუშინ გაფორმებულ ე.წ ხელშეკრულებას.
რაც შეეხება დე იურე ანექსიას, მინისტრის თქმით, ეს ვერასდროს მოხდება.
„გუშინ გაფორმებული ეს ტექსტი პუტინსა და სეპარატისტულ რეჟიმს შორის არის პრინციპში ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება დე იურე ანექსიას, ეს ვერ მოხდება ვერასდროს, რადგან საქართველო არც ქვეყნის შიგნით და არც საერთაშორისო ასპარეზზე არ გადადგამს იმ ნაბიჯს, რომ სამართლებრივად როდესმე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაკარგვა გაფორმდეს. არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდება. ამ ფაქტმა, თავად როგორც ნახეთ, ძალიან მწვავე შეფასებები მიიღო გუშინ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები