გიგი უგულავას პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. პროცესზე „თბილსერვისისა“ და „თბილისის განვითარების ფონდის” საქმე უნდა განიხილონ. დაცვის მხარის შეფასებით, საქმე პოლიტიზირებულია.
„ამ ორ საქმეს აერთიანებს პოლიტიკური მოტივი. საზოგადოებას შეუძლია ნახოს, რომ ორივე საქმეზე პროკურატურის მთელი მოტივაცია მიმართულია იქითკენ, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეები ალაპარაკონ პარტიული საქმიანობის შესახებ“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.