ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ლაშა მაისურაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ლაშა მაისურაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მას და კიდევ ერთ პირს პროკურატურამ ბრალი, საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლისა და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის მუხლით წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა შეხვედრაზე დაითანხმა ლევან ჯანგველაძის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, სანდრო წივწივაძის ყოფილი ადვოკატი, ამის შემდეგ მობილურით ალაპარაკა მეორე ბრალდებულს, რომელიც მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

დანაშაული 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები