ნიგერიაში „ბოკო ხარამის“ ტერორისტებმა 100 ადამიანზე მეტი მოკლეს
ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ხარამის“ წევრებმა ნიგერიის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში ერთ–ერთ სოფელზე თავდასხმა განახორციელეს. ამ ინფორმაციას სააგენტო „Agence France-Prеsse“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ დორონ ბაგას მახლობლად ექსტრემისტებმა 48 თევზით მოვაჭრე მოკლეს, რომლებიც ჩადში საქონლის შესაძენად მიემგზავრებოდნენ. რეგიონის ერთ–ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ზოგიერთი მოვაჭრეს ტერორისტებმა ყელი გამოჭრეს, ზოგიერთებს კი ხელები შეუკრეს და ტბაში გადაყარეს.
„Associated Press“ – ის ცნობით, ამის შემდეგ ტერორისტები სოფელ დორონ ბაგას დაესხნენ თავს და იქ 60 ადამიანი მოკლეს.
უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე ნიგერიაში „ბოკო ხარამის“ მსხვერპლი 10 ათასზე მეტი ადამიანი გახდა.