“Femen”-ის აქტივისტებმა სტრასბურგის ტაძარში რომის პაპის ვიზიტი გააპროტესტეს
სტრასბურგში მოძრაობა „“Femen”-ის აქტივისტებმა კიდევ ერთი სკანდალური აქცია გამართეს, ამჯერად მათ რომის პაპის ვიზიტი გააპროტესტეს. “Femen”-ის ერთ–ერთი აქტივისტი სტრასბურგის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ამბიონზე ნახევრად შიშველ მდგომარეობაში აიჭრა, ხოლო მკერდსა და ზურგზე პაპის ვიზიტის საწინააღმდეგო ლოზუნგები ჰქონდა წარწერილი. აქტივისტის დაკავება ვერ მოხერხდა, რადგან დაცვის გამოჩენამდე ხალხის რიგებს შეერია. შეგახსენებთ, რომის პაპი სტრასბურგში თავისი ვიზიტისას იტალიის პრემიერს მატეო რენცის, ევროკომისიის ხელმძღვანელს ჟან კლოდ იუნკერს და ევროსაბჭოს თავჯდომარეს ჰერმან ვან რომპეის შეხვდება.