ზუგდიდში როლანდ ახალაია დააყაჩაღეს

ზუგდიდში ყაჩაღობა მოხდა. „კვირას“ ინფორმაციით, სამი შეიარაღებული პირი რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ როლანდ ახალაიას ოჯახში შეიჭრა. დაზარალებული ოჯახის წევრების ცნობით, მათ 5 000 დოლარი და ოქროს ნივთები გასტაცეს.
მათივე თქმით, როლანდ ახალაიას თავში კონდახი ჩაარტყეს. მას უკვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება. ნიღბიანი თავდამსხმელები ახალაიების კუთვნილი ავტომანქანით გაიქცნენ. მანქანა უკვე ნაპოვნია.
აღსანიშნავია, რომ დაზარალებული საპარლამენტო უმცირესობის წევრი როლანდ ახალაია არ არის, არც ზუგდიდის საავადმყოფოს დირექტორი როლანდ ახალაია გახლავთ. დაზარალებულ როლანდ ახალაიას ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური აქვს.
დაყაჩაღების ფაქტი „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ -ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები