დავით დონდუა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილეს შეხვდა

 

      საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილეს ნიკოლას ბერლინერს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
საუბარი შეეხო როგორც ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის, ისე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ჟენევის მოლაპარაკებების საკითხებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და იმ საფრთხეებზე იმსჯელეს, რასაც რუსეთის ფედერაციის მიერ ინიცირებული ე.წ. სამოკავშირეო შეთანხმება შეიცავს.
აშშ-ის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები