თეა წულუკიანი ე.წ. გასაღების საკითხზე ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მომზადებულ კანონპროექტს ემხრობა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თავისუფლად შეუძლია შეასრულოს “დამცავი მექანიზმის” ფუნქცია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მინისტრი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების საკითხზე ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ემხრობა.
“ცვლილებები, რომლებიც წელს ზაფხულში განხორციელდა ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შესახებ სფეროში, არის, პრაქტიკულად, უპრეცედენტო და მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანის უფლებები უფრო მაღალი ხარისხით იყოს დაცული. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება გასაღების თემას, რომელიც ტექნიკური, მაგრამ უმნიშვნელოვანესი თემაა; ვფიქრობ, რომ მთავარია შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იყოს, როგორც აქამდე იყო და დღემდე არის, ერთადერთი უწყება, რომელსაც ხელთ უპყრია ე.წ. გასაღები. ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს სხვა ორგანოც, რომელიც იქნება დამცავი მექანიზმის ფუნქციის. ასეთი დამცავი მექანიზმის ფუნქცია ძალიან თავისუფლად შეიძლება შეასრულოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმაც”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები