მე რომ ვყოფილიყავი ხელისუფლებაში, ეს ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა – ნინო ბურჯანაძე

“გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი ნინო ბურჯანაძე სოჭში რუსეთსა და აფხაზეთს შორის დაგეგმილი ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესს ეხმაურება. როგორც ბურჯანაძე აცხადებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსები მცირდება და ხელისუფლებას არასწორი საგარეო პოლიტიკის გატარებაში სდებს ბრალს.
ეს ხელმოწერა მინიმუმამდე დაიყვანს ჩვენი ქვეყნის ერთიანობის აღდგენის შანსს. როგორც ჩანს, აფხაზეთი და სამაჩაბლო მხოლოდ ჩემი, ჩემი მეგობრებისა და პარტიის პრობლემაა. ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მე რომ ვყოფილიყავი ხელისუფლებაში, ეს ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
„გაერთიანებული დემოკრატების“ ლიდერის აზრით, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება ილუზიაა.
„ჩვენ მთავრობას არაფერი შეუძლია, გარდა იმისა, რომ ნატოს დროშის ფონზე სურათები გადაიღოს, ეს ილუზიაა“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები