მიხეილ სააკაშვილის ოპერატორმა პროკურატურა დატოვა

თბილისის მთავარ პროკურატურაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ოპერატორის თამაზ შავშიშვილის დაკითხვა დასრულდა. დაკითხვიდან გამოსულმა თამაზ შავშიშვილმა პროკურატურა კომენტარის გარეშე დატოვა. როგორც ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, პროკურატურის კითხვები, ძირითადად, 2008 წლის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის მიერ გამართული შეხვედრების ამსახველ ვიდეომასალას შეეხებოდა.
“გამომძიებელს აინტერესებდა 2008 წლის აგვისტოში პრეზიდენტის მონაწილეობით გამართული შეხვედრების, ასევე მისი მიმართვების ამსახველი ვიდეომასალის არქივების ბედი. ამ შემთხვევაში დასაკითხი ახორციელებდა მხოლოდ ვიდეოგადაღებას და მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა არქივების შედგენა. მასალები გადაეცემოდა ტელევიზიებს შემდგომი გაშუქების მიზნით. ეს ინფორმაცია მიეწოდა გამომძიებელს. 8 წლის წინანდელი კონკრეტული გამოსვლის შინაარსის გახსენება რთულია, თუმცა ზოგადი პასუხები ყველა კითხვას გაეცა, მათ შორის იმას, თუ რა გამოსვლებს იღებდა და შემდეგ როგორ გადასცემდა მათ საინფორმაციო სააგენტოებს თუ ტელევიზიებს. რაიმე კონკრეტული კითხვა კონკრეტული შეხვედრის შესახებ არ დასმულა”, – განაცხადა კახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები