ტოივო კლაარი: ეს შეთანხმება მნიშვნელოვნად არაფერს ცვლის

ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ტოივო კლაარი აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს შეთანხმება კი მნიშვნელოვნად არაფერს ცვლის. „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს შეთანხმება მნიშვნელოვნად არაფერს ცვლის. საქართველომ უნდა განაგრძოს კონსულტაციები პარტნიორებთან და ყველაფერი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმებას ხელს პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და რაულ ხაჯიმბა მოაწერენ. დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეთანხმების დოკუმენტი თითქმის ყველა, მათ შორის თავდაცვის სფეროში, მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს. შეთანხმების პროექტი ოფიციალური თბილისის გარდა უარყოფითად შეაფასა აფხაზეთის ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა. შეთანხმებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტია “ამცახარა” სოხუმში აქციას მართავს. საქართველოს ხელისუფლებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისწარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმებით რუსეთი აფხაზეთის ანექსიას ახდენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები