გიორგი მღებრიშვილი აშშ-ში ვისკონსინის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ეწვია

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მინისტრი ვისკონსინის შტატის პრობაციის ცენტრს ეწვია, სადაც შტატის მასშტაბით 67 000 პრობაციონერი ირიცხება. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი პრობაციის სამსახურის მუშაობის სპეციფიკას და არსებულ გამოცდილებას გაეცნო.
დელეგაციის წევრები განსაკუთრებით სარეაბილიტაციო პროგრამებით და პრობაციონერთა დასაქმების შესაძლებლობებით დაინტერესდნენ.
INL-ის პროექტის ფარგლებში მიმდინარე ვიზიტი უკვე ერთი კვირაა გრძელდება. ვიზიტის მიზანს საუკეთესო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები