გარდაბნის თბოელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია
გარდაბნის თბოელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ, 02 საათსა და 10 წუთზე, ავარიულად გამოირთო გარდაბნის თბოსადგური, რამაც გამოიწვია საქართველოს მასშტაბით მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა.
მათივე ინფორმაციით, ავარიიდან, დაახლოებით 10 წუთში ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგათ დასავლეთ საქართველოს მომხმარებლებს, ხოლო დანარჩენ რეგიონებს ეტაპობრივად მიეწოდათ ელექტროენერგია. უკვე, 4 საათისთვის ელექტროენერგია შეუფერხებლად მიწოდებოდა ყველა მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით. ავარიის გამომწვევი მიზეზები კი ჯერჯერობით უცნობია.
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მთელი ღამის განმავლობაში სადისპეტჩეროში იმყოფებოდა, ადგილზე მართავდა სიტუაციას, აკონტროლებდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის პროცესს.