თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. აღნიშნულის მიზეზი ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოებია. კომპანია “თელასის” ინფორმაციით შეზღუდვა შეეხებათ: დიდგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, დაბა ტაბახმელას და წავკისის 706 აბონენტს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, ევდოშვილის და ყიფიანის ქუჩების 257 აბონენტს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის 809 აბონენტს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, ჯანაშიას, მელიქიშვილის და ხორავას ქუჩების 448 აბონენტს.
“თელასი” მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები