ავღანეთში ფრენბურთის ტურნირზე კამიკაძე-ტერორისტმა თავი აიფეთქა – გარდაცვლილია 50 ადამიანი

    ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, პროვინცია პაკტიკას ტერიტორიაზე ფრენბურთის ტურნირის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Agence France-Presse – ი ავრცელებს. „თვითმკვლელი–ტერორისტი მოტოციკლზე იჯდა, ის შეიჭრა ფრენბურთის მატჩისას მოედნის ცენტრში და თავი აიფეთქა“, – აცხადებს პროვინცია პაკტიკას გუბერნატორის მოადგილე.
მისივე თქმით, ღონისძიებაზე ბევრი ადგილობრივი ჩინოვნიკი და პოლიციის მაღალჩინოსანი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად ამ დროისთვის 50 ადამიანია დაღუპული, დაჭრილთა რაოდენობა კი 60 –ს აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები