დასავლეთ საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე გადადგა
დასავლეთ საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე გადადგა. როგორც “კვირასთან“ საუბრისას ჯემალ პაქსაძემ აღნიშნა, განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საკუთარი ნებით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაწერა. მისივე განმარტებით, რაიმე სახის ზეწოლა გადადგომასთან დაკავშირებით არ ყოფილა.
“ბოლო დროს ჯანმრთელობა გამიუარესდა, რის გამოც თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე. ბოლო თვეების განმავლობაში გულის შეტევით კლინიკაში ორჯერ მომათავსეს. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე რელიგიათა საბჭოს. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს პირნათლად ვემსახურე“, – აღნიშნა პაქსაძემ.
რელიგიათა საბჭომ ჯემალ პაქსაძის შემცვლელი უკვე არიჩია, ის ხელვაჩაურის მუფთი ბეგლარ ქამაშიძეა.