„ნაციონალური მოძრაობის” ოფისს კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს – დაკავებულია ორი პირი

  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან “თავისუფალი თაობის” საპროტესტო აქციის ორი მონაწილე თორნიკე შენგელია და ვახტანგ მიქაიშვილი დააკავეს. მათი დაკავება კვერცხების და პომიდვრების სროლას მოჰყვა. “თავისუფალი თაობის” წევრებმა საპატრულო პოლიციის მანქანისთვის, რომლითაც დაკავებულები მიჰყავდათ, გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშაულება არ მისცა.
“თავისუფალი თაობის მიერ ” “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გამართული საპროტრესტო აქცია უკვე დასრულდა. აქციის მონაწილეებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სიმბოლურად დამჭკნარი ვარდები მიიტანეს. “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლების განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” 11 წლის წინ, ზუსტად 23 ნოემბერს დაიწყო დანაშაულებრივი რეჟიმის განხორციელება საქართველოში.

1531671_10152544679114779_217924250490945148_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები