პორტუგალიის ექსპრემიერი დააკავეს
პორტუგალიის ექსპრემიერი ჟოზე სოკრატესი ლისაბონის აეროპორტში დააპატიმრეს.
სოციალისტური ფრთის წარმომადგენელ სოკრატესს, სამ თანამოაზრესთან ერთად, ბრალი ედება, როგორც საგადასახადო თაღლითობაში, ასევე კორუფციასა და ფულის გათეთრებაში.
პოლიციამ სოკრატესი ლისაბონის აეროპორტში სამშობლოში დაბრუნებისთანავე აიყვანა.