ირაკლი ალასანია ალექსანდრე ვერშბოუს და ჯეიმს აპატურაის შეხვდა

კანადაში, ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, ირაკლი ალასანია კონფერენციაში მონაწილე მაღალი რანგის სტუმრებთან მართავს შეხვედრებს. ”თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრე ვერშბოუს შეხვდა. ირაკლი ალასანიამ ასევე შეხვედრები გამართა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯონ ბეირდთან.
„თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებს და ბოლო დროს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები