გოდერძის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია

  დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია. როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარის სიმაღლე 40 სანტიმეტრს აჭარბებს.
მათივე განცხადებით, საავტომობილო გზაზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული, თუმცა ქარბუქის გამო გზის გაწმენდითი სამუშაობის ჩატარება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები