ქურდობა მოსკოვში – კერძო კომპანიიდან 8 მილიონი რუბლი გაიტაცეს
მოსკოვში ერთ-ერთი მსხვილი, კერძო ორგანიზაციის ოფისიდან დაუდგენელმა პირმა 8 მილიონი რუბლი მოიპარა. “ინტერფაქსის” ინფორმაციით, ქურდობა პიროგოვსკის ქუჩაზე მოხდა.
პოლიციამ დაადგინა, რომ დამნაშავემ ოფისში პარასკევს ღამით, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ შეაღწია. მან შესასვლელი კარი შეტეხა და საიფი გაიტაცა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა დამნაშავის ვინაობა ამ დრომდე დადგენილი არ არის. ადგილობრივი სამართალდამცველები აცხადებენ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დაზარალებული კომპანიის სახელს არ ახმაურებენ.