კიევში კლიჩკოს პრესმდივნის ავტომანქანა დაწვეს

  კიევში, ღამის საათებში ვიტალი კლიჩკოს პრესმდივნის ოქსანა ზინოვიევას ავტომანქანა დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გადმოსცემს.
ადგილობრივმა სამართალდამცველებმა უკვე დაასკვნეს, რომ ავტომანქანას ცეცხლი შეგნებულად წაუკიდეს.
“მანქანა ეზოში, დაახლოებით 00:00 საათზე გავაჩერე. შუაღამისას, 02:30 საათზე მე სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ ასეთი შემთხვევა მოხდა. როდესაც ჩავედი შს სამინისტროს ოპერატიული ჯგუფი და გამნაღმველები უკვე ადგილზე მუშაობდნენ”, – აღნიშნა ზინოვიევამ მედიასთან ფაქტის კომენტირებისას.
ამ დროისთვის დამნაშავე პირთა ვინაობა უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები