რატომ გადმოხტა ობამა პირადი ვერტმფრენიდან? (ვიდეო)
ბარაკ ობამამ პირადი ვერტმფრენის ფრენა შეაფერხა. გაფრენის ბოლო მომენტში მას გაახსენდა, რომ მობილური ტელეფონი კაბინეტში დარჩა და ბორტიდან გადმოხტა. აშშ-ს პრეზიდენტი ოვალურ კაბინეტში დაბრუნდა და საჭირო ნივთი აიღო.
რამდენიმე წუთის შემდეგ, ობამა ვერტფრენთან მიბრუნდა, გაფრენის წინ კი რეპორტიორებს მობილური ტელეფონი აჩვენა, რითაც მიანიშნა, რომ ის დარჩა.
აშშ-ს პრეზიდენტი ლას-ვეგასში გაემგზავრა, სადაც ის საემიგრაციო რეფორმის მხარდასაჭერად სიტყვით გამოვა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=sZ_q7XJgC2c” width=”560″ height=”315″]