პატრიარქი: წმინდა გიორგი არის ძალა, რომელიც იცავს საქართველოს და ეკლესიას

  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, წმინდა გიორგი არის როგორც უძლეველი ძალა, რომელიც იცავს საქართველოს და ჩვენს ეკლესიას.
“დღეს ხსენებაა წმინდისა გიორგისა. წმინდა გიორგი ჩვენს წინაშე არის როგორც სიმბოლო ჩვენი ერისა, როგორც უძლეველი ძალა, რომელიც იცავს საქართველოს, ჩვენს ეკლესიას. ჩვენს წინაშე ორი პიროვნებაა – იმპერატორი დიოკლიტიანე, რომელიც აწამებს და წმინდა გიორგი, რომელიც არის წამებული. ერთი არის დამარცხებული, მეორე გამარჯვებული. გამარჯვებული წმინდა გიორგია, მიუხედავად იმისა, რომ მწამებელი იყო დიოკლიტიანე. ღმერთმა ყველას ძალა მოგცეთ, ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა, სიხარული სიყვარული”, – ბრძანა პატრიარქმა.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები