პატრიარქმა სამების ტაძრის აშენებაში შეტანილი წვლილისთვის ბიძინა ივანიშვილი დალოცა

  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძრის აშენებაში შეტანილი წვლილისთვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით დალოცა. პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს მომავალი ღვაწლისთის ძალა უსურვა.
“დღეს განსაკუთრებული დღეა. ხსენება წმინდისა გიორგისა, დიდისა მოწამისა. დღეს ასევე არის 10 წლისთავი ამ წმინდა ტაძრის, სამების ტაძრის გახსნისა და ამოქმედებისა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევიდნენ მას. აი, ასეთი ტაძარი, ასეთი ეკლესია დაამკვიდრა უფალმა ამ წმინდა ადგილზე და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა ამ ტაძრის აშენებისა. დღეს განსაკუთრებით მინდა დავლოცო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც უდიდესი წვლილი გაიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. ღმერთმა შეუწიროს და ღმერთმა ძალა მისცეს მომავალი ღვაწლისთვის. ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ ეკლესიას და ვერ მოერევიან იმას, რომელიც აშენებს ეკლესიას”, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები