ირაკლი ალასანია აშშ-ს კონგრესის დელეგაციას შეხვდა

  კანადაში ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ირაკლი ალასანია აშშ-ს კონგრესის დელეგაციას შეხვდა სენატორ მაკკეინის ხელმძღვანელობით.
„თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს და არსებული პრობლემატიკა მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებსაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები