ბათუმის ციხეში შიმშილობას 16 მსჯავრდებული აგრძელებს

 ბათუმის მე-3 საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობას 16 მსჯავრდებული აგრძელებს. ადგილზე იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები. მიშა მდინარაძის განცხადებით, საპატიმროში გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა.
„ამ დროისთვის შიმშილობას აგრძელებს 16 პატიმარი. გუშინ მე-3 დაწესებულებიდან მე-7 დაწესებულებაში გადმოყვანილ იქნა 3 მსჯავრდებული, რომლებსაც სახალხო დამცველი რწმუნებულები შეხვდნენ. აქედან 2 მსჯავრდებულს მიღებული აქვს მრავლობითი თვითდაზიანებები. გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რაც უკავშირედება საკნების ვენტილაციას, ასევე წყლის მიწოდებას, რის გამოც მსჯავრდებულებს სანიტარულ-ჰიგენური ნორმების დაცვა უჭირთ. პრობლემაა სამედიცინო მომსახურების მიწოდების კუთხითაც“, – განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მიშა მდინარაძემ.
საპატიმროში არასათნადო პირობების გაპროტესტების მიზნით ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გუშინ 39 პატიმარი შიმშილობდა, რომელთაგან 23-მა შიმშილობა შეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები