აშშ უკრაინას 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს

  ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დახმარების სახით 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს, საიდანაც 20 მილიონი დოლარი სამართალდამცავი და სასამართლო სფეროების რეფორმებას მოხმარდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს ასევე მოუწოდა, რაც შეიძლება მალე მოხდეს ახალი მთავრობის ფორმირება და ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა.
“გარწმუნებთ, რომ თუ უკრაინა გააგრძელებს აღებული კურსით სვლას, საერთაშორისო პარტნიორები, დაწყებული აშშ-დან, მას დახმარებას გავუწევთ. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს საჭირო ფინანსური რესურსები და აუცილებელი მხარდაჭერა”, – განაცხადა ჯოზეფ ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები