გიორგი მღებრიშვილი შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სასწავლო ცენტრს ეწვია

  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი მერილენდის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სასწავლო ცენტრს ეწვია.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, გიორგი მღებრიშვილი ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, მეთოდოლოგიას და ძირითად მიმართულებებს გაეცნო. განსაკუთრებული ყურადღება პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის განკუთვნილ პროგრამებზე, მათი დაგეგმვისა და განხორციელების მექანიზმებზე გამახვილდა. მასპინძლებმა გიორგი მღებრიშვილს შემუშავებული პროგრამების სისტემა და ცენტრის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა გააცნეს, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს სწავლების საჭიროებებს.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პენიტენციურ სიტემაში დაგეგმილ რეფორმაზე და მის მთავარ კომპონენტზე – თაბამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც მათ სავალდებულო გადამზადებას და შერჩევის ახალი სისტემის დანერგვას გულისხმობს. მხარეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული პენიტენციური განათლებისა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
აშშ-ის საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო (INL) მიერ 2-წლიანი პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა შესაბამისი გადამზადებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები