გიორგი კვირიკაშვილმა ატლანტიკური საბჭოს სამიტში მიიღო მონაწილეობა

  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში ატლანტიკური საბჭოს სამიტში მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, წლევანდელი სამიტის მთავარი თემა იყო ბიზნესის წარმოება მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევების ფონზე.
სამინისტროს ინფორმაციით, სამიტზე, რომელიც ეკონომიკისა და ენერგეტიკის საკითხებს მიეძღვნა, 40 ქვეყნის მთავრობის, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების 450-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. სამიტის დასკვნით ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ესწრებოდა.
ენერგო და ეკონომიკური სამიტი, ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით, შავი და კასპიის ზღვებისა და ცენტრალური ევროპის მასშტაბით რეგიონში ეკონომიკური გამოწვევების განსახილველად ყოველწლიურად იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები