ნათელმხილველის წინასწარმეტყველების გამო ბრაზილიის ავიაკომპანიამ რეისის ნომერი შეცვალა

ბრაზილიის სახელმწიფო ავიაკომპანიამ რეისის ნომერი მას შემდეგ შეცვალა, რაც ადგილობრივმა ნათელმხილველმა მისი ჩამოვარდნა იწინასწარმეტყველა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბი-ბი-სი” ავრცელებს.
ჟუსელინა ჰორბეგი გე ლუზა ირწმუნებოდა, რომ რეისი – JJ3720 რომელიც ფრენას სან-პაულოდან ბრაზილიაში ახორციელებდა, 26 ნოემბერს, ძრავის გაუმართაობის გამო ავიაკატასტროფას განიცდიდა. ის ასევე აცხადებდა, რომ 2014 წლის აგვისტოში ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატის ედუარდ კამპუსის თვითმფრინავის ჩამოვარდნა იწინასწარმეტყველა.
გამოცემა “ობოზრევატელი” იუწყება, რომ ნათელმხილველმა პროგნოზები რუსეთ-უკრაინის შესახებაც გააკეთა. ჟუსელინა ჰორბეგი გე ლუზამ რუსეთს დაშლა, ხოლო მოსკოვს უკრაინასთან მიერთება უწინასწარმეტყველა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები