თურქეთში ახალი კონსტიტუციის მისაღებად ემზადებიან

2015 წელს თურქეთში ახალ კონსტიტუციას მიიღებენ, რომელიც ხალხის ინტერესებს უპასუხებს, – ამის შესახებ თურქეთის ვიცე–პრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა თურქულ ტელეარხ Kanal 7-თან განაცხადა.
მისი თქმით, ახალი კონსტიტუცია თურქი ხალხის მომავლისთვისაა საჭირო. როგორც თურქეთის ვიცე–პრემიერმა განაცხადა, პრობლემების უმეტესობა, რომელიც ამჟამად თურქეთში არსებობს, მოქმედ კონსტიტუციას უკავშირდება.
თურქული მედიის ცნობით, ახალ კონსტიტუციას საპარლამეტო არჩევნებს შემდეგ მიიღებენ, რომელიც 2015 წლის 14 ივნისს გაიმართება.
შეგახსენებთ, 14 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ახლანდელმა პრემიერმა ახმეტ დავუთოღლუმ განაცხადეს, რომ თურქეთის დემოკრატიზაციისთვის ახალი კონსტიტუციის მიღების აუცილებლობა იყო.
დავუთოღლუს სიტყვებით, ახალი ხელისუფლების მიზანი დემოკრატიული კონსტიტუციის მომზადება გახდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები