ალექსანდრე ლუკაშენკოს ოპერაცია გაუკეთეს

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მუხლის სახსრის ოპერაცია გაიკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელორუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებზე დაყრდნობით eurobelarus.info ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ბელორუსის პრეზიდენტმა ჰოიკეს თამაშისას სპორტული ტრამვა მიიღო.
ოპერაცია გეგმიური იყო, თუმცა ლუკაშენკოს დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მისი ადრე ჩატარება ვერ მოხერხდა.
მედიასაშუალებების ცნობით, სახელწმიფოს მეთაური თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობ. რეაბილიტაციისთვის მას 3–4 დღე დასჭირდება, თუმცა თავის საპრეზიდენტო მოვალეობებს ის სრული დატვირთვით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები