ნიდერლანდების 8 ათას იხვს გაანადგურებს

ნიდერლანდების ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფრინველის გრიპის გავრცელების საშიშროების თავიდან ასაცილებლად 8 ათასი იხვი გაანადგუროს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Agence France-Presse ავრცელებს.
ნიდერლანდების ეკონომიკის მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ განადგურებას ქალაქ ბარნევალდის მობინადრე იხვები დაექვემდებარებიან.
შეგახსენებთ, ნიდერლანდებში 2003 წელს ფრინველის გრიპის აქტივობის დროს 30 მილიონი ქათამი გაანადგურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები