ახალი მოდა იაპონიაში: საკუთარი დაკრძალვის ორგანიზება

იაპონიაში თვლიან, რომ ქვეყნის მოსახლეობა შემდგომი 50 წლის განმავლობაში 30 მილიონი ადამიანით შემცირდება. ამასთან დაკავშირებით იაპონიაში პოპულარული გახდა ახალი მომსახურება – საკუთარი დაკრძალვის ორგანიზება. პრაგმატულ იაპონელებს სურთ საკუთარი დაკრძალვისთვისაც კი მოემზადონ. მომავალი დაკრძალვების ორგანიზება დამკრძალავი ბიუროს სპეციალისტების დახმარებით ხორციელდება, რომლებიც თავიანთ ამჟამინდელ თუ მომავალ კლიენტებს ამ თემასთან დაკავშირებით სემინარებს უტარებენ. ადამიანები წინასწარ ირჩევენ დაკრძალვის ადგილს, კუბოს, უკვეთავენ ფოტოს და საკუთარი დაკრძალვის ფოტოსესიასაც კი ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები