სასჯელაღსრულების სამინისტრო N8 და N3 დაწესებულებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო N8 და N3 დაწესებულებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებებაში 39 მსჯავრდებულიდან 16 შიმშილობას აგრძელებს, 23-მა კი შიმშილობა შეწყვიტა.
“სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში მომხდარ სავარაუდო ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე კვირას გავრცელებული ინფორმაცია, რომელზეც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, ქურდული ტრადიციების მატარებელი ცალკეული ჯგუფებისთვის, როგორც ჩანს, ხელსაყრელი მომენტი აღმოჩნდა, რათა გავლენის სფეროს გაფართოება ეცადათ.
წინასწარი ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურებზე დაყრდნობით, სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში, ქურდული ტრადიციების მატარებელმა მსჯავრდებულებმა, ნ.ნ-მ, გ.კ-მ, გ.ვ-მ და ბ.ო-მ, პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმების გამოყენებით, როგორიცაა შიმშილობა და თვითდაზიანება და ამ პროცესში 39 მსჯავრდებულის ჩართვით, სცადეს გავლენა მოეხდინათ საზოგადოებრივ აზრზე და შეექმნათ ილუზია, თითქოს მათი უფლებები უხეშად ირღვევა. დაწესებულების სოციალური სამსახურის აქტიური მუშაობის შედეგად, ოცდასამმა პატიმარმა შიმშილობა უკვე შეწყვიტა.
აღნიშნული მსჯავრდებულების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კანონის შესაბამისად ხორციელდება. ფაქტის შესწავლაში ჩართულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ადვოკატმა მარინა კაკაურიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატიმარმა ბექა ოდიშარიამ ციხეში არაადამიანური მოპყრობის გამო, თვითდაზიანებები მიიყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები