კახა ბენდუქიძე დიდი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსიდან გამოასვენეს
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და “თავისუფალი უნივერსიტეტის” დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე დიდი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსიდან გამოასვენეს.
სამგლოვიარო პროცესია კუკიის სასაფლაოსკენ მიემართება, სადაც კახა ბენდუქიძეს დედის გვერდით დაკრძალავენ.
დღეს დილიდან საუნივერსიტეტო კამპუსში კახა ბენდუქიძის პანაშვიდი მიმდინარეობდა. საუნივერსიტეტო კამპუსში შეკრებილები იყვნენ ყოფილი მინისტრის თანაგუნდელები, პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის სტუდენტები.
ოჯახს მიუსამძიმრეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ და მეუღლემ – სანდრა რულოვსმა.
კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკაში, 13 ნოემბერს, ლონდონის ერთ-ერთ საასტუმროში გულის შეტევით გარდაიცვალა. ბენდუქიძე ლონდონიდან თბილისში 20 ნოემბერს ჩამოასვენეს.