ქედაში ხილის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

   ქედაში ხილის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, – მშენებლობის დასაწყებად, სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საწარმო, რომლის მშენებლობისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში 500 000 აშშ დოლარი გამოიყო, 701,44 კვ.მ ფართობზე განთავსდება და 22 ადამიანს დაასაქმებს.
პრემიერის განცხადებით, მისასალმებელია, რომ საწარმო გადაამუშავებს ადგილობრივ ნედლეულს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს მხარდაჭერასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობას საქართველოში სოფლის მეურნეობის გამოსაცოცხლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ქარხნის ამოქმედების პირველ წელს დაგეგმილია 230 ტონა ნედელულის გადამუშავება, ხოლო მომდევნო წლებში მაჩვენებელი 1000 ტონამდე გაიზრდება.
მშენებლობის დათვალიერების შემდეგ პრემიერ-მინისტრი მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები