დავით უსუფაშვილმა ბენდუქიძის ოჯახს მიუსამძიმრა
გარდაცვლილი კახა ბენდუქიძის ოჯახს პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და დეპუტატებმა მიუსამძიმრეს. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები აგრარულ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
დიდი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში მმართველი კოალიციის და “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა საქართველოში აშშ-ის ელჩი, რიჩარდ ნორლანდიც. ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კახა ბენდუქიძის საქმიანობას და აღნიშნა, რომ კახა ბენდუქიძის მემკვიდრეობა მის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტებში გაგრძელდება.