ირაკლი ღარიბაშვილი ქედაში სახალხო დღესასწაულს დაესწრო (ვიდეო)

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქედაში სახალხო ზეიმს, “ქედელობას” დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას “ქედელობა” მიულოცა, სახალხო ზეიმზე გამოფენილი ხალხური რეწვის ნიმუშები დაათვალიერა და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე, სიმბოლურად, ბავშვების ხელნაკეთი სასმისი შეიძინა. პრემიერ-მინისტრსა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
სახალხო დღესასწაულს “შემოდგომა ქედაში” 1994 წელს ჩაეყარა საფუძველი. ტრადიციულად, ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ნამუშევრების გამოფენა წელსაც მოეწყო.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=7KVXcriybtI” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები