„ნაციონალური მოძრაობა“ ისე გამარგინალდა, რომ მათი პოზიციების დამცველები გაკოტრებული ხალხია“

  „უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძისთვის გაუგებარია სოციალურ ქსელში საზოგადოების აგრესია ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ. როგორც მჟავანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, გრიგოლია „ნაციონალების“ მაგივრად ოპონირებას სტუმრებს ვერ გაუწევს.
„ჩვენთვის გაუგებარია ის აგრესია, რომელიც სოციალურ ქსელში რეაქციის წამყვან ინგა გრიგოლიას მიმართ ვლინდება, ძირითადი პრეტენზიები არის იმაზე, რომ ის იწვევს ისეთ სტუმრებს, რომლებიც საზოგადოებაში არცთუ ისე კარგი რეპუტაციით და ავტორიტეტით სარგებლობენ. განსაკუთრებული აგრესიაა, როდესაც გადაცემაში „ნაციონალური რეჟიმის“ წარმომადგენლები და მასთან დაკავშირებული სატელიტები ჩნდებიან, ტოქშოუს სპეციფიკა ისეა აწყობილი, რომ აუცილებლად მეორე მხარე, ანუ ოპონენტი უნდა იყოს, აქედან გამომდინარე, ინგა გრიგოლია „ნაციონალების“ მაგივრად ოპონირებას სტუმრებს ვერ გაუწევს. ბოლოს და ბოლოს ვიღაცა ხომ უნდა იყოს მოწვეული სტუმრად, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ისე გამარგინალდა, რომ მათი პოზიციების დამცველები გაკოტრებული და მორალთან მწყრალად მყოფი ხალხია“, – წერს მჟავანაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები