საბერძნეთის ციხეში ქართველების მიერ ბუნტის მოწყობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საკონსულო ამოწმებს

საბერძნეთში საქართველოს საკონსულო კორიდალოსის ციხეში ქართველების მიერ ბუნტის მოწყობისა და გაქცევის მცდელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს. როგორც „კვირას“ საკონსულოში განუცხადეს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ამჟამად ცდილობენ, გადამოწმონ, ინფორმაცია შეესაბამება თუ არა სიმართლეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის კორიდალოსის ციხეში ქართველებმა ნამდვილი ბუნტი და გაქცევის მცდელობა მოაწყვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, აღნიშნულის მიზეზი ერთ-ერთი დაპატიმრებული ქართველის დედის შვილისთვის ნარკოტიკების გადაცემის მცდელობა გახდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ქალი ციხის თანამშრომლებმა შეაჩერეს, რის შემდეგაც 6-მა ქართველმა ბუნტი მოაწყო და ციხის საავადმყოფოს მინები ჩაამსხვრია.

“ამის შემდეგ პატიმრებმა, დაახლოებით 20-25 კაცმა, კარი ჩაამტვრიეს და ციხის პერსონალი სცემეს. 2 თანამშრომელი ამბოხებულებს ერთ-ერთ ოთახში დაემალა. რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი ტრავმები მიიღო. კორიდალოსის ციხეში პოლიცია და პროკურორი პატიმრებთან მოლაპარაკებების გასამართად მივიდნენ. ბოლო მონაცემებით, მოლაპარაკებები შეჩერებულია”, – წერს ბერძნული მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები