67 წლის იაპონელ ქალს რამდენიმე ქმრის მკვლელობაში ადანაშაულებენ

იაპონიაში 67 წლის ქალს საკუთარი ქმრების მკვლელობაში ადანაშაულებენ. სამართალდამცავებმა ტისაკო კაკეხის სახლი გაჩხრიკეს, რის შემდეგ ქალი დააპატიმრეს. სავარაუდოდ, კაკეხიმ ბოლო ქმარი კალიუმის ციანიდით მოწამლა. ეს შხამი კიდევ ერთი მამაკაცის ორგანიზმში აღმოჩნდა, რომელიც 2012 წელს კაკეხისთან შეხვედრების შემდეგ ასევე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალის ცოლად მოყვანის შემდეგ კიდევ 4 მამაკაცი გარდაიცვალა. ამბობენ, რომ ყველა ამ მამაკაცის სიკვდილის შემდეგ ქალს მათგან ქონება დარჩა, რომელიც 800 000 დოლარზე უფრო დიდ თანხადაა შეფასებული.
ტავად ტისაკო კაკეხი ქმრების მკვლელობებს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები