ყველაზე ტიტულოვანი არისტოკრატი ჰერცოგინია ალბა გარდაიცვალა

ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი, ექსცენტრიკული საქციელით ცნობილი ჰერცოგინია ალბა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰერცოგინიამ 88 წლის ასაკში ავადმყოფობით დაასრულა სიცოცხლე. ალბა მარია დელ როსარიო კაეტანა ალფონსა ვიქტორია ევგენია ფრანცისკა ფიც-ჯეიმს სტიუარტს მსოფლიოში ნებისმიერ არისტოკრატზე მეტი ტიტულის მფლობელი იყო.
ცნობილია, რომ მას დიდი რაოდენობით უძრავი ძვირფასი ობიექტი, მათ შორის გოიასა და ველასკესის რიგი ნამუშევრები ეკუთვნოდა. საინტერესოა, რომ 2011 წელს 85 წლის ჰერცოგინია ჩვეულებრივ სახელმწიფო მოხელეს, 24 წლით უმცროსს ალფონსო დიეს კარაბანტესს გაჰყვა ცოლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები