ნატოს გენერალური მდივანი: რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში უკრაინას მხარს დავუჭერთ

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთით მინსკის შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა.
„რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის საზღვართან სამხედრო შეიარაღების დიდ შემოდინებას ვხედავთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ესტონურ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საზღვართან სხვადასხვა ტექნიკაა შემჩნეული – ტანკები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მაღალტექნოლოგიური სისტემები. „ეს მინსკის შეთანხმებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, არღვევს სამშვიდობო შეთანხმებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
„რუსეთს ჯარების გაყვანისკენ და მინსკის შეთანხმებების პატივისცემისკენ მოვუწოდებთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ნატო უკრაინას სრულად მხარს უჭერს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთი და სეპარატისტები მინსკის შეთანხმებებს ემხრობოდნენ. ჩვენ მივუწოდებთ მათ, სამშვიდობო გადაწყვეტილების ნაწილად იქცნენ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
გარდა ამისა, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ბალტიის ქვეყნებში საკუთარი წარმომადგენლობის გაზრდას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები