სროლა ფლორიდის შტატის უნივერსიტეტში – გარდაცვლილია 1 ადამიანი

ფლორიდის შტატის უნივერსიტეტში სროლა მსხვერპლით დასრულდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაიჭრა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ინციდენტი სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზე, ბიბლიოთეკაში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის პრესმდივნის განცხადებით, ეჭვმიტანილმა ადგილზე მისულ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა საპასუხო გასროლა განახორციელეს, ეჭვმიტანილი ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები