თემურ კობახიძის ლექცია „შექსპირი და კომპანია“ გაიმართება

21 ნოემბერს წიგნის მაღაზია „დიოგენეში“ თემურ კობახიძე წაიკითხავს ლექციას „შექსპირი და კომპანია“. თემურ კობახიძე (პროფესორი) დაიბადა 1956 წელს. იგი 1975 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივესიტეტში, სხვადასხვა პოზიციებზე. მისი ლექცია შეეხება 1920-ანი წლების პარიზის ცნობილ წიგნის მაღაზიას „შექსპირი და კომპანია“ (“shakespeare and company”), მის უნიკალურ სალიტერატურო წარსულს და XX საუკუნის ევროატლანტიკურ კულტურულ სივრცეში მის მდიდარ ტრადიციათა გაგრძელებას.
საუბარი აგრეთვე შეეხება, ზოგადად, ევროპისა და ამერიკის ცნობილ წიგნის მაღაზიებს, წიგნებით ვაჭრობის მაღალ კულტურას და იმ ცნობილ პიროვნებებს, ვინც ამ ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი, ამ გზით შეჰქონდათ წვლილი ევროპისა და ამერიკის თანამედროვე კულტურული გარემოს ჩამოყალიბებაში.
ლექცია რიგით მესამეა ლიტერატურული შეხვედრების ციკლიდან. ლექციების ორგანიზატორები არიან: „დიოგენე“, „არტარეა“ და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები